დახასიათება :
VITAMIN SUPREME - წარმოადგენს მდიდარ წყალი-ზეთში კრემს. იგი ანიჭებს კანს ელასტიურობას, მოქნილობას, ხელს უშლის ნაადრევ და გაძლერებულ გარქოვანების პროცესებს (მაგალიათ როგორც გვხვდება კანის ატროფიის და მშრალი სებორეის დროს). ეს კრემი ანიჭებს კანს მედეგობას გარემოს დამაზიანებელი ფაქტორებისადმი (ამინდი, კლიმატი, გარემო, განსაკუთრებით გამოსაყოფია ცივი, მზითა და ვიტამინებით ღარიბი შემოდგომისა და ზამთრის თვეები). VITAMIN SUPREME ძირითადი შემადგენელი ნივთიერებებია ვიტამინები A და E და ძვირფასი რჩეული მცენარეული ზეთები – ძირითადად ესენციალური უჯერი ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები – ბიოლოგიურად აქტიური ლინოლის და ლინოლენის მჟავები. ამ მჟავებს წინათ ვიტამინ F-ს უწოდებდნენ, ისინი პერიფერიულად მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე და ავსებენ ცხიმისა და ტენიანობის დეფიციტს. ვიტამინ A-ს აქვს გრანულაციური და ეპითელიზაციური ეფექტი. ვიტამინ E-ს ძირითადი ფიზიოლოგიური დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ანტიოქსიდანტია, კანის ოქსიდანტურ შესასვლელებს ხურავს და გარდა ამისა, ხელს უწყობს პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას. ეს უკანასკნელია იმის მიზეზი, თუ რატომ მიეწერება ამ ვიტამინს აგრეთვე შემაერთებელი ქსოვილის განმამტკიცებელი ეფექტი.
გამოყენების წესი:
VITAMIN SUPREME უნივერსალური პრეპარატია მზით ღარიბ თვეებში, ჯერ კიდევ ნორჩი, ნორმალური კანისთვისაც კი, თუმცა განსაკუთრებით ნაჩვენებია მშრალი, დაზიანებული კანისათვის.
იგი გამოიყენება ძირითადად როგორც ღამის კრემი, შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, თუმცა მწიფე კანის შემთხვევაში იგი დილით უნდა გამოვიყენოთ მთელი დღის განმავლობაში.
91c |
![]() იყიდე ახლავე |
![]() კალათაში გადატანა |