დახასიათება :

სენსიტივ გამწმენდი გელი

სენსიტივ გამწმენდი გელი წმენდს სენსიბლურ, იოლად აგზნებად კანს განსაკუთრებით რბილად და დამზოგველად. იგი ანიჭებს კანს გადატკეცილი და სუფთა შესახედაობას. იგი წყალში ხსნადია. თვით ირიტირებული, გაწითლებული კანის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ამ გელით უპრობლემოდ სარგებლობა. სენსიტივ გამწმენდი გელი ემულგირებას უკეთებს და აცლის კანის ზედმეტ ცხიმს, უჯრედების ნარჩენებს, გარქოვანებული კანის ფირფიტებს, ჭუჭყს და მტვერს და ეს ხდება მსუბუქად და განსაკუთრებით დამზოგველად. სენსიტივ გამწმენდი გელი წარმოადგენს ზეთი – წყალში ემულსიას, რომელიც გამჭვირვალე გელის ფორმის სახითაა წარმოდგენილი. იგი შეიცავს რბილ, მოქნილ, ჰიდროფილურ, კანის ცხიმის მსგავს ზეთებს. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე ცხიმის გარკვეული ნაწილის კანზევე დატოვებას ისე, რომ ბუნებრივი ცხიმოვანი და ტენიანობის მაჩვენებელი უცვლელი რჩება. მისი შემადგენელი დამამშვიდებელი ნივთიერებაა ალანტოინი, რომელიც მიიღება მარცვლეულის ჩანასახისაგან, წაბლის ქერქისაგან – მას აქვს უნარი აღმოფხვრას ირიტაციები, გაღიზიანებები, მოახდინოს კანის ნორმალიზება, იგი ხელს უწყობს გრანულაციურ პროცესებს. პანთენოლი, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებს მიეკუთვნება ამშვიდებს კანს და აქრობს ირიტაციას.

გამოყენების წესი: 

 დაიდეთ სენსიტივ გამწმენდი გელი სახეზე და ყელზე, გააკეთეთ მსუბუქი მასირება ემულგაციისა და გაწმენდისათვის. შემდეგ მოაცილეთ თბილი და ნოტიო კომპრესით ან/და სენსიტივ ლოსიონით.

113c

იყიდე ახლავე

კალათაში გადატანა
განვადება

განვადების დამტკიცების შემთხვევაში დაგვიკავშირდით...

 | მნახველთა რაოდენობა : 1571
უკან