დახასიათება :

გამწმენდი რძე წარმოადგენს რბილ, კანის დამზოგველ გამწმენდს ნატურალური, შეუცვლელი მცენარეული ზეთებით, მცენარეული გელებით და გამომაცოცხლებელი, გამახალისებული ეთერზეთებით. ის რეკომენდირებულია კანის ყველა ტიპისათვის. ჩვენი გამწმენდი რძე არის ზეთი-წყალში ემულსია, რომელიც შედგება მცენარეული ზეთებისაგან – უჯერი, ბიოლოგიურად აქტიურ ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდებისაგან. გარდა ამისა, იგი შეიცავს რჩეულ ეთერზეთებს და მცენარეულ გელებს, რომელთაც განსაკუთრებით კარგი გამწმენდი ეფექტი გააჩნიათ. ნატურალური მცენარეული ზეთები და ცხიმოვანი მჟავების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები განაპირობებენ, ერთის მხრივ, ეფექტურ, დამზოგველ და რბილ წმენდას, მეორეს მხრივ, უნარჩუნებენ კანს სასიამოვნო ცხიმიანობას, რათა არ დაირღვეს კანის ბუნებრივი ცხიმის და ტენიანობის Mმაჩვენებელი. ეთერზეთები კი მოქმედებენ როგორც მსუბუქი, ამგზნები და გამომაცოცხლებელი საშუალებები. გამწმენდი რძის PH ემთხვევა კანის PH-ის ფიზიოლოგიურ მაჩვენებელს.

გამოყენების წესი:

დაიდეთ გამწმენდი რძე სახეზე და ყელზე და გააკეთეთ წრიული მასირება და ემულგირება. ამის შემდეგ ჩამოწმინდეთ იგი თბილი და ნოტიო კომპრესით.


45.5c

იყიდე ახლავე

კალათაში გადატანა
განვადება

განვადების დამტკიცების შემთხვევაში დაგვიკავშირდით...

 | მნახველთა რაოდენობა : 3200
უკან

დამკვეთი :

ტელეფონი :

ელექტრონული ფოსტა :

პროდუქცია :

დამატებითი ინფორმაცია :