დახასიათება :

MOOR KRÄUTER PACKUNG–ი წარმოადგენს ეფექტურ პრეპარატს სებორეული, დიდფოროვანი და გამოყარისადმი მიდრეკილი კანის შემკვრელი და მანორმალიზირებელი მკურნალობისათვის.

მის ზემოქმედებას განაპირობებენ შემადგენელი ნივთიერებები:SCHIEFERÖL, ჭაობის მცენარეებისა და ბალახური ექსტრაქტები.

SCHIEFERÖL მოქმედებს მაგრანულირებლად და ხელს უწყობს რეგენერაციას, განსაკუტრებით სებორეისა და აკნეს დროს. თორმენტილის, ჰამამელისის, რათანიას, მუხისა და ქინაქინის ხის ქურქის ექსტრაქტები შეიცავენ ძირითადად გამამუხებელ ნივთიერებებს, რომლებიც კანს კრავენ და ადეზინფიცირებენ.

გამამუხებელი ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ კოაგულაციური მემბრანის სახით ჩამოიფრცქვნება ზედა, უკვე მკვდარი რქოვანი ფირფიტები ბაქტერიებტან ერთად. ამაში მდგომარეობს პრეპარატის არაპირდაპირი მადეზინფიცირებელი ზემოქმედება. გარდა ამისა MOOR KRÄUTER PACKUNG-ი შეიცავს კოსმეტოლოგიურად მნიშვნელოვან ესენციალურ უჯერ ცხიმოვან მჟავებს – გლიცერიდებს, რომლებიც ბიოლოგიურად აქტიურად ზემოქმედებენ ეპიდერმისზე.

ამოყენების წესი:
ნიღაბი თანაბრად გაანაწილეთ კანზე და დააფინეთ თხელი, ნოტიო მარლის კომპრესი.  გააჩერეთ ნიღაბი 15 – 20 წუთის განმავლობაში სასიამოვნოდ თბილი კომპრესის ქვეშ, შემდეგ ნოტიო მდგომარეობაში მოაცილეთ და გამაგრილებელი კომპრესები დაადეთ.

123.5c

იყიდე ახლავე

კალათაში გადატანა
განვადება

განვადების დამტკიცების შემთხვევაში დაგვიკავშირდით...

 | მნახველთა რაოდენობა : 871
უკან