დახასიათება :
ფერმენტული ფილინგი ეს არის კოსმეტიკური საშუალება გარქოვანებული ეპიდერმისის აშრევებისათვის. იგი შეიცავს ნატურალურ ცილის, ცხიმის და ნახშირწყლების მომნელებელ ფერმენტებს პანკრეატინს (პროტეაზა, ამილაზა, ლიპაზა), გოგირდს, მაგნიუმ – ალუმინის სილიკატს.
იგი აცლის კანის ყველაზე ზედაპირულ შრეს მკვდარ გარქოვანებულ ფირფიტებს და ცხიმის ნარჩენებს. დამზოგველად ამზადებს წინაპირობას იმისათვის, რომ შემდგომი პრეპარატების და აქტიური ნივთიერებების უკეთ შეწოვა მოხდეს. გოგირდი მოქმედებს კერატოლიზურად.
ფერმენტული ფილინგი ნაჩვენებია მწიფე, დიალიზური, პრეტენზიული კანის შემთხვევაში. ასაკთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა სიფერმკრთალე და სისხლით ცუდი მომარაგება.
სებორეის, აკნესადმი მიდრეკილების და გამონაყრების დროს. გარქოვანების, უხეში, პერგამენტისებური კანის დროს. დაწყებული ნაწიბურების წარმოქმნის დროს. იგი გამოიყენება, ტრმოვლის სისტემაში როგორც პირველი ეტაპი, რომელიც გამოიყენება შემდგომი კოსმეტიკური საშუალებების უკეთ შეწოვისათვის.
ფერმენტული ფილინგი გამოიყენება აგრეთვე კანის ფუნქციების გაძლიერებისათვის.
გამოყენების წესი:
ეფექტური ფერმენტული ფილინგი მოიცავს 5 – 6-მდე პროცედურას, რომელიც გარკვეული დროის მონაკვეთით უნდა იყოს დაცილებული, მაქსიმუმ კვირაში 2-ჯერ ანუ 3-4 დღის შუალედებით, მინიმუმ ყოველ 14 დღეში ერთხელ.
14 დღეზე უფრო დიდი ინტერვალის დროს კურსობრივი მკურნალობის ეფექტურობა დაიკარგება, თუმცა კი ცალკეულ პროცედურის შედეგი სახეზე გვექნება – ეს შედეგი კი ნაკლებ ეფექტურია.
აუცილებელია ფერმენტული ფილინგის წინ სახის ლავოლინდით გაწმენდა.
221c |
![]() იყიდე ახლავე |
![]() კალათაში გადატანა |