დახასიათება :

ქუთუთოს ლოსიონი

ქუთუთოს ლოსიონი გამოიყენება სახეზე ყველაზე ნაზი მიდამოს – ქუთუთოების გამომაცოცხლებელი მოვლისათვის. მოქმედებს ამავდროულად დამამშვიდებლადაც კორდისკბილას და პანთენოლის შემცველობის გამო.

ქუთუთოს ლოსიონი B ჯგუფის ვიტამინების გარდა შეიცავს ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებულ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა კორდისკბილა, მელისე და დიდი კამა.

ისინი მოქმედებენ გამამაგრებლად და ამავე დროს დამამშვიდებლად და მანორმალიზირებლად თვალის მიდამოზე.

პანთენოლი ასტიმულირებს ეპითელიზაციას და მოქმედებს გამაწონასწორებლად. ქუთუთოს ლოსიონის შემადგენელ ნივთიერებას – ტროქსერუტინს ორმაგი ეფექტი ახასიათებს. ერთის მხრივ მოქმედებს კაპილარების შემავიწროვებლად და აქედან გამომდინარე შეშუპების საწინააღმდეგოდ, მეორეს მხრივ კი აუმჯობესებს კანის ჟანგბადით მომარაგებას. ამის გამო კანი უფრო ცოცხალი, გახალისებული და მოვარდისფრო ხდება. ქუთუთოს ლოსიონის პH შეესაბამება ფიზიოლოგიურ ნორმას და ამიტომ კარგი ამტანობა ახასიათებს.


გამოყენების წესი:

გამოიყენეთ ეს პრეპარატი თვალის კომპრესების დასასველებლად, განსაკუთრებით, როცა ფერმენტულ ფილინგს ატარებთ, თვალები დაცული უნდა იქნეს ამ კომპრესით. ძალიან სასიამოვნოა ქუთუთოს ლოსიონით დასველებული კომპრესის გამოყენება, როდესაც შეფუთვას ან ნიღაბს ვაკეთებთ. ამ დროს თქვენი პაციენტი განიტვირთება და ისვენებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ლოსიონის განუზავებლად გამოყენება, ხოლო ქუთუთოს აბაზანის დროს საჭიროა მისი ორმაგად ან სამმაგად გადადუღებული ან დისტილირებული წყლით განზავება.


65c

იყიდე ახლავე

კალათაში გადატანა
განვადება

განვადების დამტკიცების შემთხვევაში დაგვიკავშირდით...

 | მნახველთა რაოდენობა : 2679
უკან

დამკვეთი :

ტელეფონი :

ელექტრონული ფოსტა :

პროდუქცია :

დამატებითი ინფორმაცია :