Dr. R.A. Eckstein BioKosmetik-ის პროდუქტები შექმნილია სპეციფიკურად კანის ინდივიდუალური მდგომარეობისათვის. პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი შეესაბამება კანის სხვადასხვა ტიპებს. თითოეული პროდუქტი გულმოდგინედ იქნა შემუშავებული საუკეთესო შედეგების მისაღებად. გამოსცადეთ კანის მოვლის არაჩვეულებრივი პროდუქტები სახისა და ტანისთვის. ჩვენი კონსულტანტები ყოველთვის არიან მზად დაგეხმარონ კანის მოვლისა პროდუქტების შერჩევაში, რომლებიც ყველაზე უკეთ ერგება თქვენს პირად მოთხოვნილებებს.
წმენდა
ძირფესვიანი გაწმენდა წარმოადგენს კანის ეფექტური მოვლის ანაბანას. 1-ელი ოპერაციისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საწმენდი პროდუქტები შევიმუშავეთ. აირჩიეთ თქვენი პირადი გემოვნებისა და კანის მოთხოვნილებების შესაბამისად ზეთი, რძე ან გელი. ყველა პროდუქტი სათუთად და ეფექტურად წმენდს მოვლის აქტიური ნივთიერებებით და ამზადებს კანს შემდეგი ოპერაციისთვის – ტონიზირებისთვის.
ტონიზირება
სახის ლოსიონის ან სახის წყლის მნიშვნელობა ხშირად არ ფასდება სათანადოდ! ამასთან, ტონიზირება მნიშვნელოვანი ოპერაციაა კოსმეტიკური მოვლის პროგრამაში. სახის წყლით თქვენ აგრილებთ და ატონიზირებთ კანს. კანის მოთხოვნილებების მიხედვით ლოსიონს შეუძლია გაწმენდა, კანისთვის დამატებითი ტენის მიწოდება, მისი დამშვიდება ან დამატებითი გაწმენდა. ამოირჩიეთ თქვენთვის სათანადო პროდუქტი და ამით ოპტიმალური გახადეთ შემდგომი მოვლის ზემოქმედება.
რჩევა: ლოსიონი, მგრძნობიარე ლოსიონი ან ლოსიონი სუპრიმი ასევე შესანიშნავად გამოდგება კანის პერიოდული გაგრილებისთვის.
თვალები, ტუჩები, ყელი და დეკოლტე
ტუჩები და თვალები სხეულის კანის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილებად მიიჩნევა. აგრეთვე, ყელი და დეკოლტეც ძალიან დატვირთულია და განიცდის გარემოს ნეგატიურ ზეგავლენას. სათანადო მზრუნველობით უნდა მოვუაროთ ამ ნაწილებს – თვალების, ტუჩების, ყელისა და დეკოლტეს ჩვენი სპეციალისტების დახმარებით. ნაზი, თხელი კანის მოსავლელად თვალების არეში თქვენ გაქვთ არჩევანი სხვადასხვა ტექსტურებს შორის. ნაზი ემულსია თვალის მაკიაჟის მოსაშორებლად და თვალის ლოსიონი ასრულებენ ყოველდღიურ რიტუალს თვალის გარშემო. ტუჩის მოსავლელი ფანქარი ზრუნავს ელასტიკური და გლუვი ტუჩებისთვის. უხვი კრემი ყელისა და დეკოლტეს მოვლისთვის ინტენსიურად კვებავს კანს და ნაკლებად შესამჩნევს ხდის დროის პირველი ნიშნების გამოჩენას.
რჩევა: თვალის მოვლის პროდუქტები, ასევე, ნაკლებად შესამჩნევს ხდიან პირველ ნაოჭებს ტუჩების კონტურზე.
აქტიური ნივთიერებების კონცენტრატები
კონცენტრატები გამოირჩევიან მაღალდოზირებული მოქმედი ნივთიერებების კომპლექსებით. ისინი ამზადებენ თქვენს კანს შემდგომი მოვლის პროდუქტებისთვის და აძლიერებენ მათ მოქმედებას. ისინი განსაკუთრებული სიტუაციების სპეციალისტები არიან. იმისდა მიუხედავად, თუ კანს ესაჭიროება ბალანსის აღდგენა გაღიზიანებისა და სიწითლის დროს, მიიღო ზედმეტად მზის სხივები, სტრესის მოხსნა სურს თუ ენერგიას საჭიროებს დაბერების პირველი ნიშნების საწინააღმდეგოდ: შეავსეთ თქვენი კანის მოვლის პროგრამა შესაბამისი კონცენტრატით – ყოველდღიურად, მოთხოვნისამებრ თუ მკურნალობის კურსის სახით. ოპტიმალური შედეგების გათვალისწინებით დაიტანეთ კონცენტრატი უბრალოდ შესაბამისი მკვებავი კრემის ქვეშ.
რჩევა: გამოიყენეთ Active Concentrate Vitamin Complex (ვიტამინების კომპლექსის აქტიური კონცენტრატი) ან Active Concentrate Repair Complex (აღმდგენი კომპლექსის აქტიური კონცენტრატი) ასევე განცალკევებითაც – როგორც დღის და ღამის მოვლა.
დღის მოვლა
ყოველი დღე წარმოადგენს ახალ გამოწვევას კანისთვის. ის გარემოს ზეგავლენის, შიდა და გარე ზეწოლის ქვეშაა – ქარი, სიცივე, სიცხე, სინათლე და სტრესი. მით უფრო მნიშვნელოვანია მისი დაცვა და ტიპის შესაბამისი მოვლა, რათა კანი არ დაბერდეს დროზე ადრე. თუ, ამის გარდა, კანის ბარიერებიც არ არის დაუზიანებელი, კანი ყოველდღიურად კარგავს მნიშვნელოვან რესურსებს და საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დაცვასა და ზრუნვას. გაიძლიერეთ კანი ყოველდღიური მოვლით! დღის კრემები კანს აძლევენ ყველაფერს, რაც მას სჭირდება, და კანის ფუნქციებზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ. თუ თქვენი კანი უფრო ინტენსიურ, ლიპიდის შემცველ მოვლას საჭიროებს, აირჩიეთ კრემი სეგმენტიდან „დღისა და ღამის მოვლა“.
დღისა და ღამის მოვლა
ღამის განმავლობაში თქვენ კანს შეუძლია დაისვენოს დღის ზეგავლენებისგან. ამაში ხელს შეგიწყობენ უხვი მკვებავი კრემები. ისინი პოზიტიურ გავლენას ახდენენ კანის ფუნქციებზე და კანს აძლევენ იმას, რაც მას ახლა სჭირდება. ამგვარად, ძლიერ დატვირთული, მშრალი კანი საჭიროებს ინტენსიურ ვიტამინებიან მოვლას, ხოლო განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანი - დამაშვიდებელ მოქმედ ნივთიერებებს. Doctor Eckstein-ის (დოქტორ ექშტაინის) მკვებავი კრემებით ხდება კანის ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოვლა, დამშვიდება, გაძლიერება, გაწმენდა, გაგრილება თუ უხვი ტენით მომარაგება. ლამაზი, დასვენებული კანისთვის დილით თუ მთელი დღის განმავლობაში.
რჩევა: ღამის პროდუქტები კანის მგრძნობელობისა და კანის საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ მოიხმაროთ დღისითაც, მაგალითად, ზამთარში.