დახასიათება :
AZULEN MILCHEIWEISS- წარმოადგენს კოსმეტიკურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება თხელი, მგრძნობიარე კანის მოვლის სისტემაში: ცხვირის და სახის მიდამოს სიწითლის (გაწითლებისადმი მიდრეკილების), ტელეანგიექტაზიების დროს. მოქმედებს დამამშვიდებლად და გამაწონასწორებლად.
AZULEN MILCHEIWEISS შეიცავს აზულენს, ზეთოვან კრემს რძის ცილასა და ლანოლინტან ერთად, რომელიც იდეალურია დამამშვიდებელი მასაჟისათვის. რძის ცილას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. ამ ეფექტს უფრო აძლიერებს გვირილას ზეთი და მის შემადგენლობაში მყოფი აზულენი. ნატურალური მცენარეული ზეთები კანს რბილს და ელასტიურს ხდის. ეს ნატურალური ზეთები შეიცავენ ესენციალურ, უჯერი ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდებს: უპირველეს ყოვლისა ბიოლოგიურად აქტიურ ლინოლენსა და ლინოლენის მჟავებს. კლინიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს პრეპარატი ეფექტურია ძალიან მკვეთრად გამოხატული სიმშრალისა და სიუხეშის შემთხვევაში. იგი მოქმედებს აგრეთვე ინფექცისს საწინააღმდეგოდ, პერიფერიაზე (კანზე) ბაქტერიოსტატიკურად. აქედან გამომდინარე იზრდება ორგანიზმის დაცვითი უნარი ინფექციის მიმართ.
AZULEN MILCHEIWEISS შეიცავს აგრეთვე შარდოვანას, რომელსაც დამატენიანებელი ეფექტი გააჩნია.
გამოყენების წესი:
AZULEN MILCHEIWEISS ზემოთ აღწერილი კანის სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდირებულია ამ კრემის ხმარება განსაკუთრებიტ საღამოს. აგრეთვე, როგორც დამცავი საშუალება ქარისა და ცუდი ამინდისას.
183.5c |
![]() იყიდე ახლავე |
![]() კალათაში გადატანა |