აკნე თავს იჩენს პუბერტატულ პერიოდში, როდესაც სასქესო ჯირკვლები ფუნქციონირებას იწყებენ და, უმეტეს შემთხვევაში, ჰორმონალური ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზაციის შემდეგ ქრება. ამიტომ აკნე უპირატესად გვხვდება გარდამავალ ასაკში და ქრება 20 მაქსიმუმ 30 წლის ასაკში, უპირველეს ყოვლისა, აკნე ჩნდება სებორეისადმი მიდრეკილების მქონე, ეგრეთწოდებულ, სებორეულ ზონებში, რომლებიც ჭარბადაა მომარაგებული ცხიმოვანი ჯირკვლებით და ცხიმის მომატებული გამოყოფა ახასიათებთ. ხშირად მხოლოდ სახეზე, განსაკუთრებით, შუბლზე, სახის შუა ნაწილში, ცხვირზე, ლოყებსა და ნაზოლაბიალურ ზონაში, ასევე პირის გარშემო და ნიკაპზე ჩნდება კომედონები. 
ცხიმითა და რქოვანი მასით დაცული ფოლიკულების არსებობის შემთხვევაში ლაპარაკობენ კომედონურ აკნეზე. 
ცხიმოვანი ჯირკვლის დაცობის გამო ცხიმმა ჯირკვლიდან შეიძლება გარემომცველ ქსოვილში შეაღწიოს და ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში საკუთარი ცხიმი უცხო სხეულად აღიქმება. განსაკუთრებით, თუ ის მდიდარია თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებით, იგი აღიზიანებს ქსოვილს და ეპიდერმალური უჯრედული შრეების ჰიპერპლაზიას იწვევს.

 
შეშუპება კომედონის ირგვლივ და ანთებითი ხასიათის სიწითლე იმის მაჩვენებელია, რომ კომედონური აკნედან პაპულოზური აკნე განვითარდა.
იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე დღის შემდეგ პაპულათა უმრავლესობა ერთ ცენტრალურ ჩირქოვან პუსტულად იქცევა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ განვითარდა პუსტულოზური აკნე. ზოგ შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით ვხედავთ კომედონებს, პაპულებს და პუსტულებს, ასეთი აკნე უფრო მეტად გავრცელებული სიმპტომების მიხედვით უნდა ავღნიშნოთ.

პუსტულოზური აკნე საბოლოოდ შეიძლება გადავიდეს ინდურაციულ აკნეში Acne Indurata-ში.
ინდურაციული აკნეს დროს ქსოვილის ღრმა ფენებში ჩნდება ღრმა მოწითალო – მოლურჯო, ხშირად მტკივნეული კვანძები და ინფილტრატები.
 

ფრანგული დერამტოლოგია განასხვავებს კიდევ ეგრეთწოდებულ Acne Excoriee Des Jenes Filles-ს, რომელსაც ახალგაზრდები თითქმის ყოველთვის თვითონვე იწვევენ გამონაყარის გაკაწვრისა და გაღიზიანების შედეგად, ამის შემდეგ წარმოიქმნება კვანძები, რომელიც ყავისფერი ქერქით იფარება და ხშირად პიგმენტირებულ ბრტყელ ნაწიბურებს ტოვებენ.

 
არსებობს ტიპიური მენსტრუალური აკნე. საქმე ეხება გამონაყარს, რომელიც უპირატესად ნიკაპზე, პირის გარშემო და ლოყების შეუა ზონაში ჩნდება. მენსტრუალური აკნე გვხვდება უპირველეს ყოვლისა 15-დან 30 წლამდე ასაკში და დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან. განასხვავებენ 3 ფორმას, კერძოდ, მენსტრუაციის წინა (პრემენსტრუალური), მენსტრუაციის დროს (ინტრამენსტრუალური) და მენსტრუაციის შემდგომ (პოსტმენსტრუალური) აკნეს. თუ  დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ერთხელ ჩამოყალიბებული ტიპი აღარ იცვლება, მაშინაც კი, თუ აკნე მოცემულ მომენტში არ გამოვლინდება. ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა პრემენსტრუალური აკნე, ის თავს იჩენს ხოლმე მენსტრუაციამდე დაახლოებით 10 დღით ადრე, ამ დროს 3-4 დღეში წარმოიქმნება კვანძები, რომლებიც ზოგჯერ პუსტულებად იქცევა, ხოლო მენსტრუაციის ბოლოს გამონაყარი უმრავლეს შემთხვევაში, თავისით ქრება. 
თუ გავაანალიზებთ, თუ რა მიზეზები და ზეგავლენები იწვევენ სებორეასა და აკნეს, აღმოვაჩენთ ბევრ ფაქტორს.


მამაკაცის სასქესო ჯირკვლის ჰორმონი ტესტოსტერონი იწვევს აკნეს მსგავს სიმპტომებს. ხოლო ქალის ფოლიკულის ჰორმონი – ესტრადიოლი ამ აკნეს გამომწვევი ჰორმონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ჰიპოფიზის ჰორმონი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილის ფუნქციას და მოქმედებს მეორადად აკნეს გამომწვევად, ასევე როგორც თავად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილის ჰორმონები. მართალია, დღემდე ფიზიოლოგიურად ცალსახად არ არის ახსნილი მათი ურთიერთქმედება.
არსებობს იოდის აკნე, იოდის შემცველი პრეპარატების მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს Akne Vulgaris. ამ დაკვირვების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ცალსახად გარკვეული ფარისებრი ჯირკვლის ზეგავლენა აკნეს გამოწვევაზე. რადგან აკნე ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაშიც შეიძლება გამოვლინდეს.

 
მიდრეკილება სებორეისა და აკნესადმი ხშირ შემთხვევაში მემკვიდრეობითია. ამას მოწმობს ტყუპებისა და ოჯახების მრავალრიცხოვანი გამოკვლევები. აქედან აშკარა ხდება, რომ ასეთ აკნესა და სებორეას მუდამ აქვს ტენდენცია რეციდივებისადმი. მაშინაც კი, თუ პრაქტიკაში დროებით კარგ შედეგს მიაღწევს.


ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანება და გადატვირთვა, ნეიროვეგეტატიური დარღვევები ხშირად იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლები მომატებულ სეკრციას, რაც შეიძლება აკნესა და მსგავსი გამონაყარის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
სებორეისა და აკნეს გამომწვევ მიზეზად დიდი ხანია ასახელებენ არასწორ კვებასა და საჭმლის მონელების დარღვევებს პროდუქტების მავნებელი ზეგავლენა შესაძლებელ



 

                       

დილით                                     


საღამოს                                                               

გაწმენდა:

Lavolind

Lavolind


     
შეკვრა: Adstringent Lotion Hamamelis Lotion      
პუსტულებისთვის (გამონაყარზე): Azulene paste, Azulene Clear Balance pouder                                        

Impure skin Complex (შრატი)Azulene paste, Azulene Clear Balance pouder 

 

     
დღის და ღამის კრემები:  
Krauter Balsam 
 KRÄUTER SUPRIME      
   


ასევე რეკომენდირებულია: Impure Skin Serum (ამპულები); Azulen Balsam; AZULEN PASTE GETONT (ტონირებული აზულენის პასტა, დღის განმავლობაში როგორც ტონალური კრემი)