კომბინირებულია კანი, რომლის დროსაც შუბლი, ცხვირი – ლოყა, ნიკაპი, პერორალური (ტუჩების გარშემო) მიდამო ცხიმიანია, ხოლო საფეთქელის, ლოყების პერიფერიის და ყელის მიდამოს კანი მშრალია.

ეს გახლავთ ტიპიური კომბინირებული ანუ შერეული კანი.

 
რადგან სებორეული და მშრალი უბნები სხვადასხვა, ერთმანეთისაგან გამოცალკევებულ ადგილებშია, ლოკალიზირებული მიდგომაც მათდამი ცალ-ცალკე და სპეციფიურად უნდა განხორციელდეს:

სებორეული ზონის მოვლა შესაბამისად უნდა მოხდეს, ხოლო მშრალი ზონისა – მშრალი კანის მოვლის შესაბამისად.

თუმცა შესაძლებელია ორივე მიდამოს ერთი და იმავე პრეპარატებით მივუდგეთ – ეს უნივერსალური პრეპარატებია, ცხიმის ზომიერი შემცველობით, რომელნიც არც დიდი რაოდენობით აწვდიან კანს ცხიმს და გაწმენდისას არც გამოაშრონ. ეს შესაძლებელია დღის მოვლისას განვახორციელოთ – ზეთი – წყალში ემულსიები ამ მხრივ, უნივერსალური პრეპარატებია.
საღამოს მოვლისას კი აუცილებელია დიფერენცირება: სებორეული ზონების მოვლა ზეთი – წყალში ემულსიებით, მშრალი ზონების მოვლა ცხიმიანი, მსუყე წყალი – ზეთში ემულსიებით, ვიტამინებით A, E და F.
თუ სებორეულ ზონებში აღინიშნება გამონაყარი: კომედონები და იშვიათად – პუსტულები, მაშინ ამ სიმპტომებსაც შესაბამისად უნდაა მოვუაროთ – უცხიმო გასუფთავებით, უნდა გავაკეთოთ ბიოლოგიური ფილინგი, კომედონების მოცილება, დეზინფიცირება და მაგრანულირებელი პასტა (ჩვენს შემთხვევაში  Azulen Paste).

 

        მოვლა                           

              დილით                                      

 

           საღამოს                                                               

გაწმენდა:

Lavolind 

Lavolind 

     

შეკვრა:

 

Adstringent Lotion

Adstringent Lotion /Hamamelis Lotion 

     
ღრმად შეღწევისათვის: LIPOSOME COMPLEX / HYALURON COMPLEX         LIPOSOME COMPLEX / HYALURON COMPLEX          

მოვლა:


Blutenfuchtigkeits balsam


KRÄUTER SUPREME / AZULEN SUPREME