მწიფე, ატროფიისადმი მიდრეკილი კანის სიმპტომები გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების რედუცირებით – უკუგანვითარებით. მწიფე კანის მოვლის სტრატეგია ემსახურება ამ სიმპტომების აღმოფხვრას.
მოვლის სტრატეგია: გამომაცოცხლებელი, ამგზნები, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, კანის ფუნქციებზე დადებითად მოქმედი მოვლა კანისათვის, მისი რევიტალიზაციისათვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება.
როგორც ფუძე, გამოყენებულია და უპირატესობა ენიჭება წყალი – ზეთში ემულსიას, რადგან კანი ინტენსიურად საჭიროებს ცხიმების და პერიფერიული ტენიანობის მიწოდებას. როგორც აქტიური ნივთიერებები გამოყენებულია ყველა ის ბუნებაში არსებული ნივთიერებები, რომელთაც კანზე, განსაკუთრებით კი ეპიდერმისზე ზემოქმედება შეუძლიათ: ფიტოსტიმულინები, ჩანასოხოვანი ექსტრაქტები, ვიტამინები – განსაკუთრებით A და E, ემბრიონის ექსტრაქტები, ვიტამინების უჯრედები და ელუატები, განსაკუთრებით კანის ექსტრაქტები.
გარდა ამისა, გარეგანი ბიოკოსმეტიკური მოვლა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, დიეტით და ვიტამინების კომპლექსებით უნდა შეივსოს. ასე რომ, როგორც ბავშვობაში ვიტამინებით ღარიბ პერიოდში ვიღებდით თევზის ქონს, ასევე მწიფე კანის შემთხვევაში კურსობრივად უნდა დაინიშნოს ზამთრის და ადრე გაზაფხულის პერიოდში ვიტამინების კომპლექსი.
გაწმენდისას რეკომდერებულია კანის ცხიმის მცირე შემცველობის გამო გამწმენდი რძე, გამწმენდი ემულსია და ზეთები.
მასაჟი უნდა ჩავატაროთ ენერგიულად, ძლიერად, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებლად, რათა გავაუმჯობესოთ პერიფერიულად ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა. თუმცა კი ამ დროს არ უნდა გადავაჭარბოთ და კანი არ უნდა გავწელოთ, მოვჭყლიტოთ.
როგორც აქტიური ნივთიერებები პრეპარატებში რეკომენდირებულია ზემოთ აღმიშნული ნივთიერებები – აქტიური ნივთიერებებით მასაჟისათვის.
როგორც შეფუთვა გამოიყენება ძირითადად ცხიმის შემცველი ან დამატენიანებელი შეფუთვა, მასზე ზემოდან უნდა დავაფაროთ დამფარავი ნიღაბი ან ფოლიე – რათა მის ქვეშ სითბო მაქსიმალურად შენარჩუნდეს და ტრანსპირაცია ანუ შეწოვა გაიზარდოს. რეკომენდირებულია მცირე დოზით ინფრაწითელი დასხივება და ასევე ულტრაიისფერი დასხივება მცირე დოზით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მწიფე კანის სურათი: კანი ფერმკთალია (სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო), მშრალია (ცხიმის დეფიციტის გამო), ატროფიულია (ეპიდერმისი გათხელებულია, კანქვეშა ცხიმი განლეულია), კანი მოშვებულია და დაფარულია ნაოჭებით (განსაკუთრებით თვალის გარშემო, ცხვირტუჩის ნაოჭი).
დილით | საღამოს | ||
გაწმენდა: | Reinigungsmilch Supreme | Reinigungsmilch Supreme | |
შეკვრა: | Lotion Supreme | Lotion Supreme | |
ღრმად შეღწევისათვის: | REPAIR COMPLEX | REPAIR COMPLEX | |
მოვლა: | Repair Balsam | REPAIR SUPREME |